მთიანი ყარაბაღი
ვიკიპედიიდან
ისტორიული რეგიონი ამიერკავკასიაში. 1923 წელს შეიქმნა ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. 1988 წლის შემდეგ ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია და მისი მომდებარე აზერბაიჯანის რაიონები ფაქტიურად ოკუპირებული აქვს სომხურ სეპარატისტულ დაჯგუფებებს. ტერიტორიის სტატუსი კვლავაც გაურკვეველია.
- ფართობი - 2,7 ათასი.
- მოსახლეობა - 146 ათასი, კონფლიქტამდე ძირითადად ცხოვრობდნენ სომხები და აზერბაიჯანელები. ამჟამად მხოლოდ სომხები არიან დარჩენილი.
- დედაქალაქი - სტეპანაკერტი (აზერბაიჯანულად - ხანკენდი).