ქაბული
ვიკიპედიიდან
ქაბული (34°32′N 69°10′E, Kâb'l, სპარს. - کابل) -- ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი აგლომერაცია დაახლოებით 2-4 მილიონი მოსახლეობით. ის ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ცენტრია სტრატეგიული მდებარეობით მდ. ქაბულის ვიწრო ხეობაში, მაღალმთიან რაიონში ხიბერის უღელტეხილამდე. ქაბული ტაჯიკეთის საზღვართან დაკავშირებულია გვირაბით ჰინდუ კუშის მთებს ქვეშ. ის დაახლოებით 1800 მეტრი სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. ქაბულის მთავარ პროდუქციას სამხედრო ამუნიცია და დანადგარები, ტანსაცმელი, ავეჯი, ჭარხლის შაქარი წარმოადგენს, თუმცა განუწყვეტელმა ომებმა 1979 წლიდან ეკონომიკური პროდუქტიულობა საგრძნობლად შეამცირა. ქაბული დღემდე ყველაზე დანაღმულ ქალაქად რჩება მსოფლიოში. ქაბულის მოსახლეობა მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანია, რომელთა ძირითად ნაწილს პაშტუნები, ტაჯიკები და ხაზარები შეადგენენ. ომებისა და ნგრევის პერიოდის შემდეგ ქაბული ცდილობს ჩვეული ცხოვრების რიტმის აღდგენას, თუმცა ის დღემდე საკმაოდ ქაოტურად ქალაქად რჩება. აღწერის ჩატარების სიძნელის გამო ქალაქის ზუსტი მოსახლეობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.