ალბა-ლონგა
ვიკიპედიიდან
ალბა-ლონგა (ლათ. Alba Longa), ლათინთა უძველესი ქალაქი იტალიაში. მდებარეობს ალბანოს მთის ძირში. გადმოცემით, ქალაქი დაუარსებია ენეას ძეს ასკანიუსს ძვ. წ. 1152, რომზე 400 წლით ადრე. ალბა-ლონგა სათავეში ედგა 30 ლათინური ქალაქის კავშირს.
ძვ. წ. VII საუკუნეში რომის მეფე ტულიუეს ჰოსტილიუსმა დაანგრია იგი, მოსახლეობა რომში გადაასახლა და მათ რომის მოქალაქეობა უბოძა.
ალბა-ლონგას თანამედროვე სახელია ალბანო-ლაციალე (Albano Laziale).