ატლანტი (მითოლოგია)
ვიკიპედიიდან
ატლანტი (ბერძნ. ατλας), ბერძნულ მითოლოგიაში - ტიტანი, იაპეტეს ძე, პრომეთეს ბრძენი ძმა. ჰომეროსთან - "ვერაგი, ზღვის სიღრმეთა მცოდნე, ცისა და დედამიწის გამყოფი სვეტების მზიდავი". ატლანტის სამყოფელი უკიდურესი დასავლეთია. გადმოცემით იგი მიემხრო ღმერთებთან მებრძოლ ტიტანებს. ამიტომ ზევსმა დასაჯა: უბრძანა თავითა და ხელებით შეეკავებინა ცის თაღი. გვიანდელი ვერსიით, ატლანტი აფრიკის მეფეა, რომელმაც სტუმრად არ მიიღო ჰერსევსი, განრისხებულმა პერსევსმა მედუზას თავის დახმარებით იგი გადააქცია ატლასის მთად.