გერმანელები
ვიკიპედიიდან
ხალხი, ინდოევროპული ენათა ოჯახის გერმანული ჯგუფის წარმომადგენლები (გერმანულად Deutsche), გერმანიის ძირითადი მოსახლენი (80,6 მლნ). სულ მსოფლიოში ეთნიკურ გერმანელთა რიცხვი 90,0 მლნ-ს შეადგენს, მათ შორის მნიშვნელოვანი დიასპორებია: აშშ-ში 5.1 მლნ, კანადაში 1.2 მლნ, რუსეთის ფედერაციაში 843 ათ., ბრაზილიაში 700 ათ., ყაზახეთში 958 ათ. მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ატლანტურ-ბალტიურ შტოს. გერმანული ეთნოსის საფუძველი ძველგერმანული ტომებია - ფრანკები, საქსები, ბავარები, ალემანები და სხვ.
- ენა: გერმანული.
- სარწმუნოება: პროტესტანტიზმი (ძირითადად ლუთერანები) და კათოლიციზმი.