დერბენტი
ვიკიპედიიდან
დერბენტი (ძვ. ქართ. დარუბანდი, რუს.: Дербе́нт; ავარ.: Дербенд; აზერ.: Dərbənd; სპარს.: دربند, დარბანდ) -- ქალაქი დაღესტანში, რუსეთი; რუსეთის ფედერაციის უკიდურესი სამხრეთით მდებარე და დაღესტანში მნიშვნელობით მეორე ქალაქი (მოსახლეობა 101.031 სული 2002 წ.). მოსახლეობის მთავარი შემადგენელი ეთნიკური ჯგუფებია აზერბაიჯანელები, ლეკები და ტაბასარანები (?).
ხშირად აიგივებენ რა ლეგენდარულ ალექსანდრეს ჭიშკართან, დერბენტი საკუთარ თავს რუსეთის ფედერაციის უძველეს ქალაქს უწოდებს. ანტიკურობის ხანიდან მოყოლებული ამ არემარის როგორც კავკასიის ჭიშკრის მნიშვნელობა გაცნობიერებული იყო და აქ უძველესი დროიდან მრავალი ციხე-სიმაგრე თუ საომარი გამაგრება აუგიათ. დერბენტის უძველესი არქეოლოგიური სტრუქტურები 5000 წლით თარიღდება. განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქი ორ კედელს შუა განვითარდა, ვრცელდება რა მთის კალთებიდან ზღვის სანაპირომდე. წლების განმავლობაში აქ მობატონე სხვადასხვა ქვეყანა ქალაქს საკუთარ სახელს არქმევდა, თუმცა ყოველი მათგანი უკავშირდება სიტყვას ”ჭიშკარი”.