ისპაჰანი
ვიკიპედიიდან
ისპაჰანი ან ესფაჰანი (ძვ. სპარსულით ასპადანა, შუა სპარსულით სპაჰანი, სპარს.: اصفهان ), მდებარეობს თეირანიდან 340 კმ-ში, ისპაჰანის პროვინციის დედაქალაქი და ირანის სიდიდით მესამე ქალაქი (თეირანის და მაშხადის შემდეგ). 2000 წელს მოსახლეობა 2.040.000 ადამიანს შეადგენდა. ირანის ყოფილი დედაქალაქი, XVI-XVII საუკუნეებში.
ისპაჰანის ნაღყშ-ი ჯაჰანის მოედანი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ქალაქში ასევე მრავლადაა მე-11 საკუნის და გვიანდელი ისლამური არქიტექტურის ნიმუშები. მისი მოსახლეობის ეროვნულმა და რელიგიურმა სიჭრელემ აქიტექტურაში და მის მხატვრობაში ქრისტიანული და ისლამური კულტურის საინტერესო სინთეზი მოგვცა. ამის მაგალითია ისპაჰანის შაჰის სასახლის, "ჩეჰელ სოთუნის" (40 სვეტის), კედლების რელიფური მოხატულობა და წარწერები.
ისპაჰანის სილამაზეს და არქიტექტურულ ხიბლს გარკვეულწილად განსაზღვრავს მდინარე "ზაიანდე რუდი" და მასზე გადებული ხიდები, რომელთა შორის აღსანიშნავია "პოლ-ე ხაჯუ" და "სიოსეპოლი". ეს უკანასკნელი (რომლის თარგმანი იქნება "ოცდაცამეტი ხიდი")შაჰ აბასის სეფაჰსალარის,ალავერდიხან უნდილაძის აშენებულია.
[რედაქტირება] ქართული დიასპორა
ისპაჰანთან მდებარეობს მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შაჰ აბასის მიერ კომპაქტურად ჩასახლებული ქართველების (ფერეიდუნ შაჰრი) და სომხების (ვანქი) დასახლებები. სომხურმა დიასპორამ შესძლო ქრისტიანობის შენარჩუნება, ქართულმა კი — ვერა. ამას ქართულ დიასპორას სისუსტეში ვერ ჩავუთვლით. ქართველები მეომრებად გამოიყენებოდნენ, ამიტომ ბრძოლის შედეგებში მათი დაინტერესებისთვის აუცილებელი იყო მათი ისლამზე მოქცევა. გამუსლიმების შემთხვევაში ისინი მამაცად იბრძოლებდნენ ქრისტიანთა წინააღმდეგ. რაც შეეხება სომხურ მოსახლეობას, ისინი, ტრადიციულად, ხელოსნობას მისდევდნენ. მათი ქრისტიანებად დარჩენა ირანის სახელმწიფოს საშიშროებას ვერ შეუქმნიდა. ამგვარად, რელიგიური შევიწროვება მეტისმეტად მძიმე ხასიათს არ ატარებდა. ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით იმ პერიოდშიც და შემდეგაც ბევრი ქართველი სომხად დაეწერა. დღეს ისპაჰანში ან ირანის სხვა ქალაქებშიც თუ ვინმეს სპარსულად ჰკითხეს: "არმანი ჰასთი?" ანუ სომეხი ხარო? სინამდვილეში კითხულობს მის რელიგიურ მრწამსს. უბრალო ირანელისთვის სომეხი ქრისტიანს ნიშნავს,ისევე როგორც, არც თუ შორეულ წარსულში ქართველისათვის "ფრანგი" ერთდროულად ევროპელსა და კათოლიკეს აღნიშნავდა.