კრაკოვი
ვიკიპედიიდან
დროშა და გერბი | |
---|---|
რუქა | |
სტატისტიკა | |
ქვეყანა: | პოლონეთი |
გეოგრ. მდებარეობა: | 50°04' N 19°57' E |
დონე: | დაახ. 219 მ. |
ფართობი: | 326,8 კმ² |
მოსახლეობა: (2004) |
ქ. კრაკოვი: 757.500 აგლომერაცია: 1.200.000 |
სიმჭიდროვე: | 2317,93 ად./კმ² |
ვოევოდშჩინა: | მალოპოლსკი |
დაფუძნდა: |
მე-14 საუკუნე |
ქალაქის კოდი: | +48 12 |
ოფიც. ვებ-გვერდი: | [1] |
ხედი ძველ ქალაქზე ვაველიდან |
კრაკოვი (პოლ. Kraków ['krakuf]), სრული სახელი: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი (პოლ.: Królewskie Stołeczne Miasto Kraków) ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია პოლონეთში; 2004 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 760.000 ადამიანს. ისტორიული ქალაქი მდებარეობს მდ. ვისლაზე ვაველის მთის ძირას მალოპოლსკას რეგიონის სამხრეთით. ქალაქი ასევე მალოპოლსკას ვოევოდინის (województwo małopolskie) დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის ვოევოდინის დედაქალაქი იყო მე-14 საუკუნიდან.
კრაკოვი ისტორიულად ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი იყო. ერთ დროს პოლონეთის დედაქალაქი დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველით.