მარიამ ღვთისმშობელი
ვიკიპედიიდან
მარიამ ღვთისმშობელი, ქალწული მარიამი, დედა ღვთისა მარიამი (იუდეურ-არამ. מרים მარიამ "მწარე"; არაბ. مريم (მარიამ); ბერძნ. Μαριάμ, მარიამ, Μαρία, მარია) — ახალი აღთქმის თანახმად იყო იესო ნაზარეველის დედა, რომელიც მისი დაბადების ჟამს იოსების ცოლი იყო (მათე 1:18-20, ლუკა 1:35). არაკანონიკური ნაშრომების თანახმად მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა, შემდეგში წმინდანებად შერაცხული. ლუკას სახარების თანახმად მარიამმა ანგელოზი გაბრიელისგან შეიტყო მასში იესოს ჩასახვის შესახებ სული წმინდის მეშვეობით.
მარიამი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია ქრისტიანულ სარწმუნოებაში, განსაკუთრებით რომალ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც მარიამს ეხება ცნობილია როგორც მარიოლოგია. მარიამის ამ ქვეყნად მოვლენას მართლმადიდებლები, კათოლიკები და ანგლიკენური ეკლესია ყოველი წლის 8 სექტემბერს აღნიშნავს.