ნოვგოროდი
ვიკიპედიიდან
დიდი ნოვგოროდი (რუს. Вели́кий Но́вгород) ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის უმთავრესი ისტორიული ქალაქია, მდებარეობს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის შემაერთებელ ფედერალურ გზატკეცილზე. ქალაქი ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს მდ. ვოლხოვზე ტბა ილმენის გასართავთან. მოსახლეობა: 216.856 (2002 ცენზი); გეოგრაფიული კოორდინატები: 58°32′N 31°16′E. ქალაქი შეყვანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.