ნუ-ჯაზი
ვიკიპედიიდან
ტერმინი ნუ-ჯაზი (Nu-jazz, აცრ ელექტრო-ჯაზი ან ფუჟენ) გაჩნდა გვიანდელ 1990-იან წლებში და მიუთითებს სტილზე, რომელშიც შერწყმულია ჯაზის ტექტსტურა და ზოგჯერ ჯაზის ინსტრუმენტალიზმი ელექტრონულ მუსიკასთან. ისევე როგორც ტერმინი ელექტრონიკა, ნუ-ჯაზიც საკმაოდ არამკაფიოდ განსაზღვული მუსიკალური სტილების დაჯგუფებაა. ის მოიცავს, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტალური შესრულების კომბინაციას ჯაზ-ჰაუზის რითმებთან (მაგ. ფრანგი სენ-ჟერმენი (მუსიკოსი), გერმანელი ჯაზანოვა და ბრიტანელი ფილა ბრაზილია), ასევე უფრო ბენდურ ჯაზურ იმპროვიზაციებს ელექტრონულ ელემენტებთან (მაგ. ბრიტანული სინემატიკ ორკესტრა, ბელგიური ფუჟენ-ქალჩა და ნორვეგიული ფუტურისტული ჯაზის სტილი ბუგე ვესელტოფტის, ჯაგა ჯაზისტის, ნილს პიტერ მოლვერის და სხვათა მიერ).
ნუ-ჯაზი უფრო ღრმად იჭრება ელექტრონიკის ტერიტორიაზე ვინემ მისი ახლო ბიძაშვილი ასიდ-ჯაზი (ან გრუვ-ჯაზი), რომელიც უფრო ახლოა მიწიერ ფანკთან, სოულთან და რითმ-ენდ-ბლიუზთან. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო რთული ხდება მათ შორის საზღვრის გავლება.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- OverXposure.FM ჩილაუთ ვებ-რადიო, დაუნტემპო, ნუ-ჯაზი, ტრიპ-ჰოპი, ამბიენტ-პოპი და დიპ-ჰაუზ მუსიკით.
- ღრმა ინტენსიური დაუნტემპო მუსიკის რადიო
- Beyondjazz.net
- radiozerogravity.net თანამედროვე ურბანისტული ხმები იტალიიდან.
- PhusionCulture ნუ-ჯაზის იმპროვიზაციების კოლექცია.
- ელექტრონული ბრიკბით ჯაზი
- The Jazz Picante Radio Show ნუ-ჯაზ რადიო ლისაბონიდან.
- ჯაზანოვას რადიო შოუ.