ოლდენბურგი
ვიკიპედიიდან
ოლდენბურგი, ქალაქი გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში, მდინარე ჰუნტეს (ვეზერის შენაკადი) ნაპირზე, ჰუნტე-ემსის არხთან. 158.221 ათ. მცხოვრები (2004). სატრანსპორტო კვანძი. სამრეწველო ცენტრი. მანქანათსაშენი, კვების, საფეიქრო, მინის, ხის დასამუშავებელი მრეწველობის საწარმოები. საქონლით ვაჭრობის ცენტრი. ადმინისტრაციული აკადემია, პედაგოგიური და პოლიტექნიკური ინსტიტუტები. ბოტანიკური ბაღი.