ოსმან I (თურქეთი)
ვიკიპედიიდან
ოსმან I (თურქ.: Osman I, ოსმალ.: عثمان بن أرطغل ) მეტსახელად ღაზი (თურქ.: Gazi, ქართ.: დამპყრობელი) (* დაახ 1258, შუქუთი, თურქეთი; † 1326) - ოსმანთა სახელმწიფოს დამაარსებელი, ბეგი, რომელსაც სულთნადაც მოიხსენიებენ.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ოსმანი იყო თურქთა ურდოების ბეგის ერთოღრულის შვილი და შვილიშვილი პირველი ბეგის სულეიმანის.
ის თავდაპირველად თურქ-სელჯუკთა ვასალი იყო და მათ სამეფოს იცავდა ბიზანტიელებისაგან. 1288 წელს მამის სიკვდილის შემდგომ იგი მცირა აზიაში მოსახლე თურქთა ორდოების ბეგი გახდა, რომლებმაც შემდგომში მისი სახელი მიიღეს და იწოდებოდნენ «ოსმანებად». 1299 წელს ოსმანი დამოუკიდებელი მმართევლი გახდა და თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრო. აქედან გამომდინარე იგი ითვლება «ოსმალეთის იმპერიის» დამაარსებლად და მის პირველ სულთნად.
1326 წელს მან აიღო ქალაქები ბრუსა (დღ ბურსა) და ნიკეა (დღ იზნიკი). იგი იმავე წელს გარდაიცვალა და ოსმანთა მეთაური გახდა მისი ვაჟი ორჰან I.