პარკერი, დოროთი
ვიკიპედიიდან
დოროთი პარკერი (Dorothy Parker) (*22 აგვისტო, 1893 – 7 ივნისი, 1967) -- ამერიკელი მწერალი და პოეტი, იუმორისტი. ასევე ცნობილი როგორც დოტი. ნამდვილი სახელი -- დოროთი როტშილდი, დაიბადა ლონგ-ბიჩზე, ნიუ-ჯერსი. როგორც თავად ხუმრობით აღნიშნავდა, მშობლებმა მყისვე მანჰეტენის ბინაში გადაიყვანეს, ნამდვილი ნიუ-იორკელის სახელი რომ არ დაეკარგა.