საქართველოს გერბი
ვიკიპედიიდან
საქართველოს ახალი სახელმწიფო გერბი შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 1 ოქტომბრიდან. ეს კანონი ადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს.
სექციების სია |
[რედაქტირება] დიდი გერბი
სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს.
ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია. ფარისმტვირთველებად წარმოდგენილია ოქროს ორი ლომი. ფარის საყრდენია ვაზის ქართული, სტილიზებული ორნამენტი, ჩაწნული სადევიზე ბაფთით. სადევიზე ბაფთაზე მხედრული ანბანით აღნიშნულია დევიზი „ძალა ერთობაშია“.
[რედაქტირება] პატარა გერბი
მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს.
ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.