სინძიანი
ვიკიპედიიდან
სინძიანი (Xinjiang Weiwuer / Shingan Uygur) - უიღურთა ავტონომიური რაიონი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში.
- მოსახლეობა - 19.999 ათასი. აქ ცხოვრობს 13 ეთნიკური უმცირესობა, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია უიღურები, თურქული მოდგმის მუსულმანური მოსახლეობა (6 მლნ).
- ფართობი - 1,646,800 კვ.კმ, ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია ჩინეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი - ურუმჩი (1.120 ათასი).
- ისტორია - სინძიანის ტერიტორია ჩართულ იქნა ჩინეთის შემადგენლობაში მე-18 საუკუნის შუა პერიოდში ცინის მანჯურიული დინასტიის დროს. მოგვიანებით ცინის იმპერიის პროვინციად იქცა. 1864 და 1881 წლებში ტერიტორიის ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (ამჟამად ტაჯიკეთი) მოექცა. 1955 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, გარდაიქმნა ავტონომიურ რაიონად.