სირია
ვიკიპედიიდან
სირია |
|
სირიის დროშა | სირიის გერბი |
ფართობი: 185 180 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: სირიის არაბთა რესპუბლიკა.
- ეროვნული: سورية; Al Jumhuriyah al Arabiyah as Suriyah.
[რედაქტირება] გეოგრაფია
სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185.180 კვ.კმ-ს.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი Bashar al-ASAD (2000).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 14 რეგიონი (mufazah).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 18 448 000 (2005), აქ ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის - სუნიტი არაბები (ისინი უმრავლესობას შეადგენენ - 90%), ქურთები (5%), სომხები, ასურელები, ალავიტები (შიიტი მუსულმანები).
- სახელმწიფო ენა - არაბული. გავრცელებულია აგრეთვე - ქურთული, სომხური, არამეული, ფრანგული, ინგლისური.
- რელიგია - მუსულმანი 85%, ქრისტიანი 15%.
- დედაქალაქი - დამასკო (1.862 ათასი).
- ქალაქები - ალეპო (1.934), ჰიმსი (752), ლატაკია (417), ჰამა (380).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ნავთი, ფოსფატები, ქრომი და მანგანუმი, ასფალტი, რკინის მადანი, ქვამარილი, მარმარილო, თაბაშირი, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი - ნავთობპროდუქტები, ბამბა, ფოსფატები, ხილ-ბოსტნეული.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.130 $.
- ვალუტა - სირიული ფუნტი (SYP);
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- კრაკ დე შევალიე (ჯვაროსანთა ერთ-ერთი საუკეთესო ციხე),
- პალმირა (რომაული პერიოდის ბრწყინვალე ნაქალაქარი),
- ალეპო (ციხე-სიმაგრე, მეჩეთები, მუზეუმები, სუკები).
[რედაქტირება] ისტორია
1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.