ფლავიუსების დინასტია
ვიკიპედიიდან
ფლავიუსების დინასტიის მმართველობა რომის იმპერიაში გრძელდებოდა 69 წლიდან 96 წლამდე. დინასტიის პირველი წარმომადგენელი ვესპასიან ფლავიუსი ტახტზე ავიდა 4 იმპერატორის წელს და წინამორბედებისგან განსხვავებით შეძლო არა მხოლოდ ტახტის შენარჩუნება, არამედ მისი საკუთარი ვაჟისთვის გადაცემა. ფლავიუსების მმართველობის პერიოდი იმპერიაში სტაბილურობით და იმპერიის გაძლიერებით ხასიათდებოდა. ტიტუსის, ვესპასიანეს ვაჟის შემდეგ ტახტი მის უმცროს ძმას დომიციანეს გადაუვიდა, რომელიც ხასიათით მკვეთრად განსხვავდებოდა ძმისგან და მამისგან. მას და მის ძმას არ ჰყავდათ მემკვიდრეები. 96 წელს დომიციანე მოკლედ შეთქმულება, რის შემდეგაც დინასტია შეიცვალა.