ქეთევან ბაგრატიონი
ვიკიპედიიდან
ქეთევან ბაგრატიონი (ბატონიშვილი) (* 1764 ― † 1840), ქართველი პოეტი. ერეკლე II-ის ასული. ჩვენამდე მოღწეულია მისი ერთი ლექსი "ჰოი, ვითარ ვსთქუა" (ლექსი დაწერილია დაახლოებით 1805, პოეტის პატიმრობის დროს). ქეთევან ბაგრატიონი ალეგორიულ ფორმაში გადმოგვცემს რუსეთის თვითმპყრობელობის დამკვიდრებას საქართველოში, სამეფო ოჯახის რღვევას, მწარედ უჩივის თავის ხვედრს.