ვიკიპედია:ხუთი მცნება
ვიკიპედიიდან
- მოგესალმებით!
- პირველი ნაბიჯები
- მთავარი პრინციპები
- პასუხისმგებლობის უარყოფა
- ენციკლოპედიური კითხვები
- ყავახანა (ფორუმი)
- სტუმრის წიგნი
- პრესის დარბაზი
- მოგვწერეთ
- სარჩევი
ვიკიპედიის ყველა პრინციპი ემყარება ხუთ მცნებას, რომელიც განსაზღვრავს ვიკიპედიის ხასიათს:
- ვიკიპედია არის ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ზოგადი შინაარსის, სპეციალიზირებული ენციკლოპედიებისა და ალმანახის ელემენტებს. ვიკიპედია არ არის ინფორმაციის განურჩეველი კოლექცია. ის არ არის წყარო-დოკუმენტების კოლექცია ან ტრივია, ლექსიკონი, ახალი ამბების მაცნე, დემოკრატიისა ან ანარქიის ექსპერიმენტი, ან კიდევ ვებ-დირექტორია. ეს არ არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილებები თუ არგუმენტები დაამატოთ — ყველა რედაქტორი უნდა მიჰყვეს არა არიგინალური გამოკვლევის პოლიტიკას და ეცადოს დაიცვას აკურატულობა.
- ვიკიპედიას ნეიტრალური თვალსაზრისი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდილობთ შევქმნათ სტატიები, რომლებიც რაიმე გარკვეულ თვალსაზრისს ან პოზიციას არ ემხრობა. ხშირად ეს მოითხოვს მრავალი თვალსაზრისის ციტირებას, თითოეული პოზიციის აკურატულად გაშუქებით, რათა მკითხველები მიხვდნენ თუ ვის თვალსაზრისს წარმოადგენს იგი; ამასთან არცერთ პოზიციას მიენიჭება სიმართლის ან საუკეთესო მოსაზრების სტატუსი. ეს მოითხოვს შეძლებისდაგვარად ავტორიტეტული წყაროების მოყვანას, განსაკუთრებით საკამათო საკითხების გაშუქებისას. რედაქტირების ვერსიის ნეიტრალურობაზე კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში გამოაცხადე გაგრილების პერიოდი და მონიშნე სტატია, როგორც საკამათო; ჩამოწერე დეტალები განხილვის გვერდზე და მიჰყევი კონფლიქტის გადაჭრის პრინციპებს.
- ვიკიპედია თავისუფალი წყაროა, რომელიც ყველას შეუძლია შეასწოროს. მთელი ტექსტი არის GNU თაფისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზიით (GFDL) და მისი დისტრიბუცია ან მასზე მითითება ამ ლიცენზიის შესაბამისად ხდება. იცოდეთ, რომ სტატიების შეცვლა ნებისმიერს შეუძლია და ამგვარად ვერავინ დააწესებს კონტროლს რომელიმე სპეციფიურ სტატიაზე; შესაბამისად, ნებისმიერი წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ შეიძლება ჩასწორდეს და გადაკეთდეს დაუნდობლად სხვა მომხმარებელთა მიერ. ნუ შეიყვანთ საავტორო უფლებებით დაცულ ინფორმაციას ან ნამუშევრებს, რომელზეც უკვე არსებობს რაიმე სახის ლიცენზია, რომელიც ეწინააღმდეგება GFDL-ს.
- ვიკიპედიას ქცევის კოდექსი აქვს: პატივი ეცით კოლეგა-ვიკიპედიელებს უთანხმოების მიუხედავად. იყავით ცივილური. თავი აარიდეთ პირად შეურაცხყოფას ან ზერელე განზოგადებებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე; როცა რედაქტირება ზედმეტად აქტიური ხდება, მოერიდეთ მწვავე რედაქტირების ომებს -- დაიცავით სამი დაბრუნების წესი; გახსოვდეთ, რომ არსებობს 12,466 სტატია ქართულ ვიკიპედიაში და ყველა მათგანზე შეიძლება მუშაობა და განხილვა. იმოქმედეთ კეთილი მიზნით და ჩათვალეთ, რომ სხვებსაც იგივე მიზანი ამოძრავებს. იყავით გახსნილი, მოყვარე ყველას მიმართ.
- ვიკიპედიას არა აქვს მყარი წესები ხუთი ძირითადი პრინციპის გარდა, რომელიც აქ არის აღწერილი. იყავით გაბედული რედაქტირების, გადატანის და სხვა ცვლილებებისას, ვინაიდან რედაქტირების ხალისი არის ისიც, რომ უნაკლობა აუცილებელი მოთხოვნა არ არის. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ შესაძლოა ყველაფერი აგერიოთ. სტატიის ყველა წინა ვერსია შენახულია და არ არსებობს გზა, რომ შემთხვევით ვიკიპედია დაზიანდეს ან შეუქცევად განადგურდეს მისი შემადგენლობა. თუმცა გახსოვდეთ -- რასაც აქ დაწერთ შესაძლოა სამუდამოდ შეინახოს.
[რედაქტირება] იხ. აგრეთვე
- ვიკიპედია:რა არის ვიკიპედია
- დახმარება:რა არ არის ვიკიპედია
- ვიკიპედია:გამარტივებული ქცევის კოდექსი
- ვიკიპედია:ეტიკეტი