ვიკიპედიიდან
13 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 194-ე დღე (ნაკიან წლებში – 195-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 171 დღე.
- 1822 : საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ბერძნები ამარცხებენ ოსმალებს თერმოფილესთან.
- 1837 : ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია ბუკინგების სასახლეში გადადის და მისი პირველი ბინადარი მონარქი ხდება.
- 1878 : ბერლინის ხელშეკრულება - ევროპის სუპერსახემწიფოები ბალკანეთის რუქას ხელახლა ხაზავენ: სერბია, მონტენეგრო და რუმინეთი ოსმანთა იმპერიისგან დამოუკიდებლები ხდებიან.
- 1908 : ქალები პირველად მონაწილეობენ თანამედროვე ოლიმპიურ შეჯიბრში.
- 1923 : ჰოლივუდის წარწერა ოფიციალურად გაიხსნა ჰოლივუდის მაღლობზე, ლოს-ანჯელესში. თავდაპირველად მასზე ეწერა "Hollywoodland", თუმცა ბოლო ოთხი ასო 1949 წლის განხლებისას ჩამოაშორეს.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი - მონტენეგროელები იწყებენ პირველ საყოველთაო აჯანყებას ევროპაში ნაცისტურ მოკავშირეთა წინააღმდეგ.
- 1948 : კოპტური და ეთიოპიური ეკლესიები შეთანხმებას აღწევენ, რასაც შედეგად ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის რანგში აყვანა მოჰყვა.
- 1977 : ნიუ-იორკ სიტი ბლეკაუტი - ქალაქს ელექტრონერგია გამოერთო 25 საათით, რასაც შედეგად არნახული ძარცვა და არეულობები მოჰყვა.
- 1985 : ლაივ-ეიდის (Live Aid) მასობრივი საქველმოქმედო კონცერტები იმართება ლონდონში, ფილადელფიაში, სიდნეისა და მოსკოვში.
- 2002 : მეხის დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 2.000 კვ.კმ-ზე მეტი ფათობის ტყე გადაწვა ორეგონსა და ჩრდ. კალიფორნიაში. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 5 სექტემბერს მოხერხდა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები