მომხმარებელი განხილვა:Bachana
ვიკიპედიიდან
მინდა გაცნობოთ,რომ ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხედრო თემატიკა, შეიარაღებული კონფლიქტები, ომები, სამხედრო მოღვაწეები, დიდი ქართველები, იბერიულ–კავკასიური რასსის სახელოვანი წარმომადგენლები და ყველაფერი, რაც საქართველოს და ქართველებს ეხება.
თხოვნა მექნება კოლეგებისადმი, რომ თავი შეიკავონ ისეთი ტერმინების გამოყენებისაგან, როგორიცაა "რუსეთის არმიის გენერალი" "ქართველი საბჭოთა მწერალი" და ა.შ.ისინი ყველანი საქართველოს შვილები არიან და თუ დრომ და გარემოებებმა აიძულეს სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყვნენ ეს ჩვენი ტრაგედიაც არის და არა მხოლოდ მათი.
ყველას გულითადად მოგესალმებით მსოფლიოში ყველაზე თბილი ქალაქიდან. ეხლა მიზნად დავისახე,რომ ქართული ვიკი ლიდერთა ოცეულში შედიოდეს,რისთვისაც ა.წ.ნოემბრიდან საგრძნობლად გავაძლიერებ მუშაობას ამ მიმართულებით
- ბაჩანა, დიდად მოხარულნი ვართ თქვენი გადაწყვეტილებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, სამუშაო უზარმაზარი და ცხადია დიდი ძალები სჭირდება. როგორც ხედავ ჯერჯერობით სისტემატიურად 3-4 ადამიანი მუშაობს, რაც ძალიან ცოტაა ასეთი საქმისთვის. ავთანდილ 05:16:59, 2005-09-11 (UTC)
- P.S. ყურადღება მიაქციე სათაურების სისწორეს : (კვინიტაძე,გიორგი) უნდა იყოს (კვინიტაძე, გიორგი).
[რედაქტირება] ყავახანა
ძვირფასო ვიკიპედიელებო!
მთავარ გვერდზე, სექციაში "ვიკი-საზოგადოება" გვაქვს ყავახანა. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ მას იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველას ეხება. ამგვარად არ იქნება საჭირო დებატების მოწყობა მომხმარებლების პერსონალურ განხილვის გვერდებზე. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს (კონკრეტული ადრესატის გარეშე), ან კონსულტაცია სჭირდება, ან რაიმე პრობლემის განხილვა, განცხადების გაკეთება და ა.შ., ყავახანაში შეიძლება ახალი თემის დამატება და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იქვე გასცეს პასუხი ან გააკეთოს კომენტარი. პერსონალური შეტყობინებებისთვის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისევ მომხმარებელთა განხილვის გვერდები გამოვიყენოთ. დღეს ერთი საკამათო საკითხის შესახებ უკვე გავაკეთე კომენტარი ყავახანაში და მოხარული ვიქნები, თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ხშირად შეიხედავთ ყავახანაში.
პატივისცემით,
Sopho 14:27, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)
[რედაქტირება]
Bachana,
ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის.
პატივისცემით
Zangala 09:08, 9 ოქტომბერი 2005 (UTC)