ანჰინგისებრნი
ვიკიპედიიდან
ანჰინგისებრნი (Anhingidae), ფრინველების ოჯახი ნიჩაბფეხიანების რიგისა. შეიცავს ერთ გვარს, რომელიც 4 სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში. ანჰინგისებრნი ბინადრობენ მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბუდობენ ხეებსა და ბუჩქებზე. დებენ 3-6 მოცისფრო ან მომწვანო კვერცხს. იკვებებიან თევზით და წყლის სხვა ცხოველებით.