ლუვრის მუზეუმი (პარიზი)
ვიკიპედიიდან
ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre), პარიზში, საფრანგეთი, უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 7,3 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2005 წელს. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ.სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.
სექციების სია |