მოსკოვის მეტრო
ვიკიპედიიდან
მოსკოვის მეტროპოლიტენი (რუს. Московский метрополитен) -- მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროს ხაზების სისტემა მოსკოვში (რუსეთი), რომელიც თითქმის მთელ ქალაქს მოიცავს; ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად გამოყენებული მეტროს სისტემა მსოფლიოში. განთქმულია მისი ცენტრალური სადგურების მდიდრული ორნამენტული გაფორმებით სოციალისტური რეალიზმის ეპოქის ხელოვნების შესაძლოა ყველაზე გამორჩეული ნიმუშებით. თავდაპირველად ატარებდა (1992 წლამდე) ვ.ი. ლენინის სახელს.
სექციების სია |
[რედაქტირება] აღწერა
[რედაქტირება] ხაზები
ცხრილში მოყვანილი ფერები შეესაბამება ზემოთმოყვანილი სქემის ხაზების ფერებს.
# | სახელი | გახსნის წელი | ბოლო სადგურის გახსნის წელი | სიგრძე | სადგურების რ-ბა | |
---|---|---|---|---|---|---|
1 | სოკოლნიჩესკაია | 1935 | 1990 | 26,2 კმ | 19 | |
2 | ზამოსკვორეცკაია | 1938 | 1985 | 36,9 კმ | 20 | |
3 | არბატსკო-პოკროვსკაია | 1938 | 2003 | 22,6 კმ | 13 | |
4 | ფილევსკაია | 1958* | 2005 | 18,5 კმ | 14 | |
5 | კოლცევაია | 1950 | 1954 | 19,4 კმ | 12 | |
6 | კალუჟსკო-რიჟსკაია | 1958 | 1990 | 37,6 კმ | 24 | |
7 | ტაგანსკო-კრასნოპრესნენსკაია | 1966 | 1975 | 35,9 კმ | 19 | |
8 | კალინინსკაია | 1979 | 1986 | 13,1 კმ | 7 | |
9 | სერპუხოვსკო-ტიმირიაზევსკაია | 1983 | 2002 | 41,5 კმ | 25 | |
10 | ლიუბლინსკაია | 1995 | 1999 | 17,6 კმ | 10 | |
11 | კახოვსკაია | 1995 | 1969** | 3,4 კმ | 3 | |
Л1 | ბუტოვსკაია | 2003 | 2003 | 5,5 კმ | 5 | |
სულ: | 278,3 კმ | 171 |
- მიუხედავად იმისა, რომ ფილევსკაიას ხაზი გაიხსნა 1958 წ., ზოგიერთი სადგური ჯერ კიდევ 1935 წ.-დან ფუნქციონირებდა.
- სადგურები კაშირსკაია, ვარშავსკაია და კახოვსკაია გაიხსნა 1969 წლის 11 აგვისტოს და 1995 წლამდე ზამოსკვორეცკაიას ხაზის ნაწილი იყო..
მოსკოვის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციულ სისტემას ასევე ეკუთვნის მოსკოვის მონერელსური სატრანსპორტო სისტემა (М1) სადგურებს შორის «ტიმირიაზევსკაია» (ხაზი 9) და «ВДНХ» (ხაზი 6). ტექნოლოგიური კავშირი მონორელსსა და მეტროს შორის არ არსებობს, შესაბამისაც მონორელსზე მგზავრობისთვის ცალკე გადასახადია.