მცირე ცთომილები
ვიკიპედიიდან
მცირე ცთომილები, ასტეროიდები, მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომელთა ზომები 9 დიდ ცთომილთან შედარებით მცირეა. მაგ., ცერერას დიამეტრია 770 კმ, პალადასი - 490 კმ, ვესტასი - 385 კმ, სხვებისა - ბევრად ნაკლები.
XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში "მცირე ცთომილების ეფემერიდები".
მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა. მათ დიდი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ეკლიპტიკის სიბრტყისადმი საშუალო დახრილობა კი 9,54°-ია.
მზის სისტემა |
---|
პლანეტები: მერკური - ვენერა - დედამიწა - მარსი - იუპიტერი - სატურნი - ურანი - ნეპტუნი |
ჯუჯა პლანეტები: პლუტონი - ერისი - დისნომია - ქარონი |
სხვა: მზე - მთვარე - ასტეროიდთა სარტყელი - კომეტები - კუიპერის სარტყელი - გაბნეული დისკი - ოორტის ღრუბელი |
იხ. აგრეთვე ციური სხეულები და მზის სისტემის სხვა ობიექტები. |