ჰაინრიხ ფონ ფელდეკე
ვიკიპედიიდან
ჰაინრიხ ფონ ფელდეკე, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის გერმანელი მწერალი. მიჩნეულია სარაინდო ანუ საკარო ეპოსის ფუძემდებლად; მასვე ეკუთვნის სარაინდო-ქრისტიანული ლეგენდა "ზერვაციუსი" (დაახლოებით 1170). მთავარი თხზულება სარაინდო რომანი "ენეიდი", რომლის წყარო უნდა იყოს ფრანგული "ენეასის რომანი", ანტიკური სიუჟეტის პირველი სარაინდო-საკარო დამუშავებაა გერმანულ ლიტერატურაში.